თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და მედიის განვითარების ფონდი (MDF) აქვეყნებს ერთობლივ ანგარიშს ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებული ანტიდასავლური ნარატივების, აქტორებისა და Facebook-ზე მადისკრედიტირებელი კამპანიის შესახებ...
„მელიას დაკავების შემდეგ, გააქტიურდნენ როგორც ხელისუფლების და ქართული ოცნების მხარდამჭერი, ასევე ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდები. წარსულ გამოცდილებასა და ადგილობრივი ორგანიზაციების კვლევებზე დაყრდნობით, პოლიტიკურად მოტივირებული ანონიმური გვერდები აქტიურდებიან ხელისუფლებისთვის კრიტიკული მოვლენების დროს და ახდენენ სოციალურ მედიაში მოსაზრებების მობილიზებას ქართული ოცნებისა და ხელისუფლების დღის წესრიგის შესაბამისად. დასავლელი პარტნიორებისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მკაცრი შეფასებების ფონზე, პრო-სახელისუფლებო და ქართული ოცნების მხარდამჭერმა გვერდებმა სცადეს მელიას დაკავების და მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრის გამართლება გზავნილით კანონის უზენაესობის შესახებ“.
ანგარიში მომზადდა ინფორმაციული სანდოობის პროგრამის (GIIP) ფარგლებში
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)