თბილისი. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქართველოში გენდერისა და შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ არსებული მონაცემები გააანალიზა და მათ გასაუმჯობესებლად რეკომენდაციები შეიმუშავა.
„დოკუმენტში წარმოდგენილია გენდერისა და შეზღუდული შესაძლებლობების ინდიკატორთა ის რეკომენდებული მინიმალური ნაკრები, რომლის გამოყენებაც, ერთი მხრივ, გენდერული თანასწორობისა და შშმ პირთა ინკლუზიის სფეროში საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგისთვის, მეორე მხრივ კი, სამთავრობო და არასამთავრობო სააგენტოების მიერ პოლიტიკისა და პროგრამის დაგეგმვისთვის, მონიტორინგისა და შეფასებისთვის შეიძლება. ინდიკატორების გარდა, დოკუმენტში მოცემულია ქმედებები საქართველოში გენდერისა და შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინებით პოლიტიკის დაგეგმვის შესახებ ხარისხიან მონაცემებზე წვდომის გასაუმჯობესებლად“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: georgia.unwomen.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)