თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინტიტუტი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანებიან იმ ფაქტს, რომ ორი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკის დოკუმენტი - ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა და საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმა 2021 წლის მეორე კვარტალში ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული.
IDFI და GYLA მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ მეტი ყურადღება დაუთმოს ქვეყანაში საჯარო მმართველობის რეფორმას და კორუფციასთან ბრძოლას, მხედველობაში მიიღოს ამ მიმართულებებით იდენტიფიცირებული გამოწვევები და დროულად შეიმუშაოს ამბიციური და ქმედითი პოლიტიკის დოკუმენტები.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)