en
ge

პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის!“ ფარგლებში გორში დასაქმების ფორუმი ჩატარდება

პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის!“ ფარგლებში გორში დასაქმების ფორუმი ჩატარდება

შიდა ქართლი. 20 მაისს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, ქ. გორში, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ (სტალინის ქუჩა N16) დასაქმების ფორუმი ჩატარდება.

„დასაქმების ფორუმი გაიმართება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში. ფორუმზე შიდა ქართლში არსებული 30 მცირე და საშუალო ბიზნესი ვაკანსიებს წარმოადგენს.

ღონისძიებაში ჩაერთვება 300–ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით. სამუშაო ადგილები ძირითადად მომსახურების და წარმოების სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი.

დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მსურველ სამუშაოს მაძიებლებს შეუძლიათ, 14 მაისის ჩათვლით, დარეგისტრირდნენ ბმულზე...

სრულად...

წყარო: edec.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023