თბილისი. გენდერული საინფორმაციო პორტალის თანახმად, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, სხდომაზე გამოთქმული დათქმებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, სადაც გაწერილია საბჭოს საქმიანობის ექვსი მიმართულება.
კერძოდ,
სახელმწიფოს გენდერული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ჩამოყალიბება; გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნა და გაუმჯობესება;
გენდერული თანასწორობის სახელმწიფო მექანიზმების დახვეწა; პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერება;
ცნობიერების ამაღლება გენდერულ თანასწორობაზე; სახელმწიფო გენდერული პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი.
წყარო: ginsc.net
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)