თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით გაგზავნილი კითხვების ანალიზი აჩვენებს, რომ წინა მოწვევის პარლამენტის წევრთა მხოლოდ მცირე ნაწილი იყენებდა სადეპუტატო კითხვის დასმის და ამ გზით კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას.
ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის წევრები მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობენ საპარლამენტო კონტროლის ეფექტიან განხორციელებას და აქტიურად გამოიყენებენ ყველა მათ ხელთ არსებულ მექანიზმს, მათ შორის, სადეპუტატო კითხვის დასმის შესაძლებლობას.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)