თბილისი. 13 მაისს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის (CEDAW) შესრულების ალტერნატიული ანგარიშის სამუშაო ვერსიის წარდგენა და რეკომენდაციების ასახვა იყო.
„ანგარიში მომზადებულია გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების სფეროში მომუშავე 18 არასამთავრობო ორგანიზაციისა და 3 ქსელის ჩართულობით და მისი მიზანია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხრვის კომიტეტს მიეწოდოს ალტერნატიული ინფორმაცია საქართველოში კონვენციით გათვალისწინებულ ქალთა უფლებებთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და პროგრესის შესახებ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)