en
ge

გამოხმაურება სოფელ შუქრუთში მიმდინარე პროტესტზე

გამოხმაურება სოფელ შუქრუთში მიმდინარე პროტესტზე

თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მიმდინარე პროტესტს ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„11 მაისს, პროტესტის 85-ე დღეს, შუქრუთის რამდენიმე მაცხოვრებელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართ და პირი ამოიკერა, თუმცა მომპოვებელი კომპანია, ისევე როგორც, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება, მათი მოთხოვნების მიმართ გულგრილი რჩება.

კომპანია ფაქტიურად განუსაზღვრელი ლიცენზიის პირობებში საქმიანობს და გაუმჭირვალე პრაქტიკებით გამოირჩევა, მოსახლეობის წუხილი იმის შესახებ, რომ მოპოვება ზიანს აყენებს მთელი სოფლის ბუნებრივ და სოციალურ გარემოს დაუყოვნებლივ შესწავლას და რეაგირებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო, ადგილობრივი ხელისუფლება მას სისტემატიურად უგულებელყოფს, რაც სოფლის მოსახლეობას მომპოვებელი კომპანიის პირისპირ ტოვებს, ხოლო „ჯორჯიან მანგანეზი“ საკუთარ პასუხისმგებლობას თავს არიდებს და, მიუხედავად სიტყვიერი დაპირებებისა, მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს ამბობს“.

სრულად...

წყარო: socialjustice.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)