თბილისი. 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.
„სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ლგბტ+ თემის ხილვადობის გაზრდასთან ერთად, იმატებს თემის წარმომადგენელთა მიმართ უფლებადარღვევის ფაქტები, რასაც ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტიანი რეაგირება ახლავს თან. ლგბტ+ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის და ხედვის არარსებობა ახალისებს მათ მიმართ ჩადენილ უფლებადარღვევებს, მათ შორის, დისკრიმინაციულ დანაშაულებს.
ომბუდსმენი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს და თანამდებობის პირებს, ეფექტიანი პრევენციული და რეაქტიული რეაგირება მოახდინონ ლგბტ+ ადამიანების მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებსა თუ სამართალდარღვევებზე; დაგეგმონ ღონისძიებები საზოგადოებაში თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით; გააკეთონ დაუცველი ჯგუფების, მათ შორის, ლგბტ+ თემის მხარდამჭერი საჯარო განცხადებები“, ნათქვამია ომბუდსმენის ვებგვერდზე.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)