თბილისი. მედიის განვითარების ფონდი (MDF) აქვეყნებს ახალ ანგარიშს, რომელიც კრემლის პროპაგანდისტულ ვებ-საიტებზე Google ads-ის მეშვეობით ადგილობრივი კომპანიების პროდუქციის რეკლამის განთავსების საკითხს იკვლევს.
„ანგარიშის პირველი ნაწილი ეთმობა ქართული კომპანიების რეკლამების განთავსებას კრემლის პროპაგანდისტულ ვებ-გვერდებზე, ხოლო მეორე ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებად სპუტნიკზე განთავსებულ რეკლამებს. მესამე ნაწილში მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელმა კომპანიამ მოახდინა რეაგირება კვლევის მიგნებებზე. ბოლო ნაწილი კი იმ მედიების პროფილებს მიმოიხილავს, რომლებიც კრემლის პროპაგანდისტული პლატფორმებია.
ანგარიში მომზადდა ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) კვლევითი პროექტის ფარგლებში 5 ქვეყნის (ლიეტუვა, საქართველო, ესტონეთი, ჩეხეთი, პოლონეთი) კვლევითი ორგანიზაციების მონაწილეობით და საქართველოს მიგნებებს ასახავს“.
წყარო: www.mdfgeorgia.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)