თბილისი. ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOTB) USAID/Georgia კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ყველა მოქალაქის, მათ შორის LGBTQI+ თემის წევრთა უფლებების მხარდაჭერას.
„USAID, საქართველოში კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, LGBTQI+ პირების მხარდაჭერის მიზნით თანამშრომლობს ორ ორგანიზაციასთან - თანასწორობის მოძრაობასთან და ქალთა ინიციატივის მხარდაჭერის ჯგუფთან.
ქალთა ინიციატივის მხარდაჭერის ჯგუფი დანაშაულის, დისკრიმინაციის და ძალადობის მსხვერპლ LGBTQI+ თემის წარმომადგენლებს იურიდიულ დახმარებას სთავაზობს. ამასთანავე, ორგანიზაცია ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის სამართლებრივი პრეცედენტების შემუშავებას. თანასწორობის მოძრაობა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირებისა და ცნობიერების ამაღლების აქტივობების საშუალებით ებრძვის სამუშაო ადგილებზე არსებულ დისკრიმინაციას. ორგანიზაციის მიზანია საქართველოში სამუშაო ბაზრის დისკრიმინაციისგან გათავისუფლება“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)