თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს განცხადებით ეხმაურება.
„საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ლგბტქი პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა. ქვეყანაში ლგბტქი თემი ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, ლგბტქი ადამიანები განსაკუთრებით დაუცველნი არიან სტიგმისა და ძალადობისგან.
არსებულ სირთულეებს 2020 წლის მარტის თვიდან დაემატა პანდემიით გართულებული მდგომარეობა. COVID-19 პანდემიის შედეგად შექმნილმა მდგომარეობამ თემის მოწყვლადობა კიდევ უფრო გაზარდა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)