თბილისი. ომბუდსმენმა გამოაქვეყნა ანგარიში „სამართალდამცავთა პოზიტიური ვალდებულებები დაუცველი ჯგუფების თანასწორუფლებიანობის დაცვის მხრივ“.
„ანგარიშში შეფასებულია 2015-2020 წლებში, მათ შორის, იეჰოვას მოწმეების და ლგბტ+ თემის წევრების წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ეფექტიანობა. ანგარიში ასევე მიმოიხილავს ბოლო წლებში ლგბტ+ თემის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილ სამართალდარღვევის ფაქტებს.
დოკუმენტის ბოლოს მოცემულია რეკომენდაციები, რომლითაც სახალხო დამცველი სამართალდამცავ ორგანოებს, ქვეყანაში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების აღმოფხვრისა და ლგბტ+ ადამიანების მიერ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების რეალიზაციის გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მიუთითებს“.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)