თბილისი. ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს, 26 მაისს არ ჩაატარონ XXIX რიგგარეშე კონფერენცია, რომელზეც დაგეგმილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევა.
„მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს 15 წევრიდან 9 (ოთხი მოსამართლე და 5 არამოსამართლე წევრი) ახლიდან უნდა აირჩეს 2021 წლის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ დაუწყია მუშაობა საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, რიგგარეშე კონფერენციის ჩატარება და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევა ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას და სპობს შესაძლებლობას საბჭოს მოსამართლე წევრები შერჩეულნი იყვნენ სამართლიანი პროცესის შედეგად, ხოლო შერჩეულ კანდიდატებს ჰქონდეთ მაღალი საზოგადოებრივი და პროფესიული ნდობა და ლეგიტიმაცია“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)