იმერეთი. 15 მაისს სოლიდარობის პლატფორმის წევრები რიონის ხეობის მცველებს ესტუმრნენ.
„შეხვედრის ფარგლებში, რიონის ხეობის მცველებმა ისაუბრეს მათი გამოწვევების შესახებ და სოლიდარობის პლატფორმის წევრებს გაუზიარეს მათი პროტესტის არსი და სულისკვეთება. სოლიდარობის პლატფორმის წევრებმა, თავის მხრივ, ისაუბრეს მათ რეგიონებში ჰესების მშენებლობის პრობლემურ პრაქტიკებზე და მის გარემოზე ზეგავლენაზე. ამასთანავე, პლატფორმის წევრებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ხეობის მცველებს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)