თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) პარლამენტში ალტერნატიული ანგარიშები წარადგინა, რომლებშიც ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებებისა და განჩინებების აღსრულების მიზნით სახელმწიფოს მიერ გატარებულ ინდივიდუალურ და ზოგად ღონისძიებებს აფასებს და დამატებით, სახელმწიფოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
საიას მიერ 2021 წელს წარდგენილი ალტერნატიული ანგარიშები ცინცაბაძის და იდენტობის ჯგუფის საქმეებს შეეხება.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)