თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მოამზადა კვლევა - „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა საქართველოში (2013-2021 წლები)“.
„დოკუმენტის ამოცანაა „ქართული ოცნების” მმართველობის პერიდში შემუშავებული სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და დინამიკის სისტემური ანალიზი. კვლევა აფასებს 2013-2021 წლებში საერთო სასამართლოების სისტემაში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებს, გარდაქმნების დინამიკასა და მათ გავლენას არსებულ გამოწვევებზე.
კვლევის პირველი ნაწილი აფასებს სასამართლოს მართვის ზოგად სისტემას, კოლეგიური მართვის ორგანოებსა და ძირითად უწყებებს სასამართლოს შიგნით; მეორე ნაწილი ეძღვნება მოსამართლის კარიერისა და დისციპლინირების საკითხების განხილვას; მესამე ნაწილში კი თავმოყრილია ცალკეული სასამართლოების მართვასთან დაკავშირებული და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარანტიების ანალიზი“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)