კახეთი. 22-23 მაისს, კახეთში, სასტუმრო „შატო მერეში“, ადამიანის უფლებათა ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ ტრენინგს სახელწოდებით - „COVID 19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა”, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის (EU) მიერ და ხორციელდება ERIM (ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) მიერ.
„გადაწვის თერაპიის ტრენინგის“ მიზანი იყო ესწავლებინა ცენტრის თანამშრომლებისთვის პრობლემის იდენტიფიცირება, სტრესთან გამკლავების გზები და გადაწვისგან თავის დასაღწევად ამოწურული რესურსების „შევსების” გზების ძიება. ტრენინგზე მიღებული გამოცდილება თანამშრომლებს დაეხმარა მნიშვნელოვან დეტალებზე ფოკუსირებასა და თადავჯერებულობის ამაღლებაში“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)