თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს კვლევას: de facto საგანგებო მდგომარეობის ერთი წელი საქართველოში და ადამიანის უფლებები პანდემიისას.
კვლევის თანახმად,
„პარლამენტი ვერ ახერხებს აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტურ კონტროლოს პანდემიისას.
კომენდანტის საათი ვერ პასუხობს თანაზომიერების პრინციპს. არსებობს კითხვები, რამდენად ეფექტურად უზრუნველყოფს კომენდანტის საათი მოსახლეობის სახლში დარჩენას.
Covid რეგულაციების დარღვევისთვის 100 000 ზე მეტი ჯარიმა გამოიწერა. მათგან დაახლოებით 60 000 უკანონოა. ჯარიმების მოცულობა 50 მილიონ ლარს აღემატება.
Covid რეგულაციების შემოღებისა და აღსრულების პროცესი აჩენს ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის მომეტებულ რისკებს“...
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)