თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოაქვეყნა ანგარიში: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მოკლე მიმოხილვა“.
„ანგარიშში შეფასებულია პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული მთავარი პრიორიტეტების დანერგვისა და ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის განხორციელების პროგრესი.
დოკუმენტში ასევე მოცემულია ძირითადი მიღწევები და გამოწვევები, ცვლილების შესაძლო გზები და რეკომენდაციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ყველაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)