თბილისი. 2021 წლის 22 აპრილს ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ იურიდიული დახმარებისათვის „უფლებები საქართველოს“ მიმართა. ბენეფიციარს სურდა შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღება.
„უფლებები საქართველოს“ იურიდიული დახმარების შედეგად, 2021 წლის 21 მაისს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დააკმაყოფილა ბენეფიციარის მოთხოვნა და გასცა შრომითი ბინადრობის ნებართვა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ს-ზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)