თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვახსენებს სახელმწიფოს მხრიდან იმ ღონისძიებების გატარების აუცილებლობას, რომლებიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს და მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, განათლების, განვითარებისა და ღირსეული ცხოვრების უფლების დაცვას ემსახურება. ამისთვის მნიშვნელოვანია კომპლექსური და ქმედითი მექანიზმების არსებობა, რომლებიც ბავშვთა უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვას უზრუნველყოფს“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)