6 ივლისს, 19:00 საათზე, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად NHFC - New Hampshire Friendship Chorus მონაწილეობით გაიმართება საქველმოქმედო აქცია–კონცერტი.
NHFC არის ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია და ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ატარებს საქველმოქმედო კონცერტებს.
მისამართი: თბილისი, ლუბლიანას ქუჩა 2–6, მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო