თბილისი. 27 მაისს, სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან შუბაშვილმა, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით გამართულ, ბოშათა ინკლუზიის შესახებ კიევის საერთაშორისო ონლაინ ფორუმში მიიღო მონაწილეობა და საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად ბოშა მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების შესახებ გააკეთა მოხსენება.
„მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომლითაც ბოშების მძიმე სოციო-პოლიტიკურ მდგომარეობიდან გამომდინარე, ფორუმის მონაწილე სახელმწიფოების პასუხისმგებელ ინსტიტუტებს ბოშების უფლებების დაცვის, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებსა და თანასწორობის ორგანოებს კი შესაბამის საკანონმდებლო და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობისკენ მოუწოდეს“.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)