თბილისი. ქეთი ხუციშვილის სტატიიდან გაიგებთ არის თუ არა კონკორდატში ჩანაწერი, რომელიც სახალხო დამცველს რომელიმე დაწესებულებაში ბავშვთა უფლებების დაცვას უკრძალავს და რატომ სპეკულირებს პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი კონკორდატით?.
„ლორთქიფანიძის განცხადება იმის თაობაზე, თითქოს კონკორდატი ეკლესიას მის დაქვემდებარებაში მყოფ ბავშვთა სახლებში სახალხო დამცველის არშეშვების დისკრეციას ანიჭებს, მანიპულაციურია და სიმართლეს არ შეესაბამება. კონკორდატში ამ მტკიცების შესაბამისი მუხლი არ არის. გარდა ამისა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსითაა რეგისტრირებული, სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონი და ბავშვის უფლებათა კოდექსი ამ ტიპის დაწესებულებებში სახალხო დამცველის მიერ მონიტორიგნის განხორციელების უფლებას ითვალისწინებს“.
წყარო: www.mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)