თბილისი. ომბუდსმენისთვის ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილ აღსაზრდელს სავარაუდოდ, იძულებით დაატოვებინეს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი, მას შემდეგ, რაც მან სამართალდამცავ უწყებას ინფორმაცია მიაწოდა პანსიონში მისი ყოფნისას არსებული სავარაუდო ძალადობის ფაქტების შესახებ.
სახალხო დამცველმა უკვე დაიწყო პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის მიმართ განხორციელებული სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა. დამატებით, მიმართა სამართალდამცავ უწყებას - მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება სავარაუდო იძულების, ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე. ვინაიდან, ახალგაზრდას არ აქვს სხვა საცხოვრებელი, იგი სახალხო დამცველის შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციით დროებით განთავსდა უსაფრთხო გარემოში.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)