თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს მიმართვა გაუგზავნა, სადაც ის დეპუტატებს მოუწოდებს გადახედონ პოლიტიკური პარტიების კანონსა და საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს.
საკანონმდებლო ინიციატივა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას ან შეჩერებას, ასევე უფასო საეთერო დროის ჩამორთმევას ითვალისწინებს. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ამ კანონპროექტებზე მიმდინარე წლის მარტში ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა ერთობლივი დასკვნა მიიღეს, რომელშიც მკაცრად გააკრიტიკეს ის. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა საფრთხეს უქმნის მათი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას და, ზოგადად, პარტიულ პლურალიზმს.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)