თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, საქართველოში ოფშორებთან დაკავშირებული 3, 200-მდე კომპანიაა რეგისტრირებული.
„კვლევის ფარგლებში მოხერხდა ისეთი 10 ოფშორული კომპანიის იდენტიფიცირება, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული.
2012-2020 წლებში 6 ოფშორულ კომპანიას პირდაპირი პრივატიზაციის წესით გადაეცა სახელმწიფო ქონება, მათ შორის სამს, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. 15-მა ოფშორულმა კომპანიამ კი 77 მილიონი ლარის ქონება აუქციონით მიიღო.
თანამდებობის პირებს ოფშორული კომპანიებით ფარული მონაწილეობა შეუძლიათ სახელმწიფო პროექტებში, შესყიდვებში და პრივატიზაციაში, რაც „ელიტური კორუფციის“ ხელშემწყობი ფაქტორია.
ჩვენი რეკომენდაციით, აუცილებელია საქართველომ შეასრულოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის რეკომენდაციები და ოფშორული კომპანიების რეალურ მფლობელთა გამჟღავნება მოითხოვოს მინიმუმ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს კომპანიები ან მათი შვილობილი კომპანიები სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში, სახელმწიფო შესყიდვებში ან სახელმწიფოს დაფინანსებულ ნებისმიერ სხვა პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)