საზოგადოებას საშუალება ეძლევა გაეცნოს ახალ კვლევას საქართველოში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესახებ. კვლევაში წარმოჩენილია სსო–ების სამოქმედო გარემოს სამართლებრივი და სტრუქტურული თავისებურებები, ორგანიზაციების შიდა მმართველობის სტრუტურა და მათი ეკონომიკური, ფინანსური მდგრადობა, ასევე ორგანიზაციების შესაძლებლობები და სხვა აქტორებთან თანამშრომლობის ხასიათი და ასე შემდეგ.
კვლევა „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოში: რუკა და ანალიზი“ შეიქმნა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” ფარგლებში.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)