თბილისი. 10 ივნისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსა (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„მემორანდუმი მიზნად ისახავს დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ აკადემიური კურსების შემუშავებას და მის შეთავაზებას საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებებათა სკოლის ფარგლებში.
პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში შემუშავებულ აკადემიურ კურსებს გაუძღვებიან დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევის სფეროს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მკვლევრები“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)