თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები უერთდებიან 1 მაისის მშრომელთა
გაძლიერებისა და ერთობის საერთაშორისო დღეს და ამის თაობაზე განცხადებას
ავრცელებენ. „ქართულ შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რაც გამოიხატება იმაში, რომ დასაქმებულ პირთა უფლებები ყოველდღიურად ირღვევა და არც განახლებული შრომის კოდექსი უზრუნველყოფს დაქირავებულთ ღირსეული სამუშაო პირობებით, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ვუერთდებით 1 მაისის მშრომელთა გაძლიერებისა და ერთობის საერთაშორისო დღეს", ნათქვამია განცხადებაში
წყარო: georgianyounggreens.wordpress.com