თბილისი. 14 ივნისს - საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს, ორგანიზაციები და შშმ აქტივისტები„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების შეფერხებულ პროცესს ეხმიანებიან და მთავრობას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეასრულოს კანონით ნაკისრი, ვადაგადაცილებული ვალდებულებები.
„შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონმა, რომელიც პარლამენტმა გასული წლის ივლისში მიიღო, ამოქმედების პირველ ეტაპზე - 2020-2021 წლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების უმთავრეს ვალდებულებად პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელებისათვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების შემუშავება განსაზღვრა. თუმცა, შშმ თემის მრავალწლიანი მოლოდინის მიუხედავად, კანონში შესაბამისი ვალდებულებების დაწესებაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ პოლიტიკის ჩარჩო დროულად შემუშავებულიყო.
საგანგაშოდ მიგვაჩნია, რომ იმ ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთა განხორციელების ბოლო ვადად მიმდინარე წლის 1 იანვარი იყო განსაზღვრული, საერთოდ არ შესრულებულა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)