en
ge

საია-ს სამართლებრივი დახმარების შედეგად დევნილი ოჯახი საცხოვრებელს მიიღებს

საია-ს სამართლებრივი დახმარების შედეგად დევნილი ოჯახი საცხოვრებელს მიიღებს

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იცავდა დევნილ ოჯახს, რომელსაც სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტო უარს ეუბნებოდა ალტერნატიული საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე.

„უარის თქმის საფუძველად სააგენტო მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ოჯახი ახლო ნათესავის საკუთრებაში არსებულ ბინაში ცხოვრობდა და არ სჭირდებოდა საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

საია სასამართლო პროცესებზე ამტკიცებდა, რომ სააგენტოს უარი ეფუძნებოდა კანონმდებლობის არასწორ განმარტებას და ახლო ნათესავის საკუთრებაში არსებულ ბინაში ცხოვრება არ ართმევდა დევნილ ოჯახს უფლებას, მოეთხოვა ალტერნატიული საცხოვრებლით დაკმაყოფილება. სამივე ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა საია-ს პოზიცია და სასამართლო დავა დევნილი ოჯახის სასარგებლოდ დასრულდა. შედეგად, დევნილი ქალი და მისი არასრულწლოვანი შვილები საცხოვრებელ ბინას მიიღებენ“.

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)