თბილისი. 14 ივნისს ომბუდსმენის ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გამართულ ონლაინ შეხვედრაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობაზე: არსებულ პრაქტიკასა და გამოწვევებზე ისაუბრეს, განიხილეს შშმ პირთა მონაწილეობის წახალისებისა და უზრუნველყოფის გზები.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფა შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა. კონვენცია მოითხოვს შშმ პირთა ჩართულობას არა მარტო იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც სპეციფიკურად შშმ პირებს და მათთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, არამედ იმ ნებისმიერ მეინსტრიმ პროცესებში, რომლებიც რაიმე ფორმით ახდენს ზეგავლენას შშმ პირებზე და მათ მდგომარეობაზე“.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)