თბილისი. 15 ივნისი ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. ომბუდსმენის განცხადებით, ამ დღის აღნიშვნა საზოგადოების განვითარების ყველა სფეროში ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის წახალისებას და მათი უფლებების უკეთ რეალიზებას ემსახურება.
„საქართველოში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის ხილვადობის სიმცირეა. სახალხო დამცველი უკვე წლებია საუბრობს ამ მიმართულებით უცვლელ და სისტემური ხასიათის პრობლემებზე, რომლებიც დაკავშირებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან როგორებიცაა ძალადობის და არასათანადო მოპყრობის მაპროვოცირებელი რისკ–ფაქტორების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვა სახის ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებასა და სრულფასოვანი სტატისტიკის წარმოებასთან, მათზე ადეკვატურ რეაგირებასა და ეფექტიანი ზედამხედველობის სისტემის არარსებობასთან“.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)