თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ნამახვანი ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობის შესახებ ანალიზს გთავაზობთ.
„სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ნამახვანი ჰესის სარგებლიანობაზე საუბრისას, სხვა საკითხებთან ერთად, ხშირად, ხაზს უსვამენ პროექტის მნიშვნელობას ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებაში.
ეს მტკიცება ენერგოდამოუკიდებლობის შესახებ, მორიგია ხმამაღალ განცხადებებს შორის, რომელიც ხშირად ისმის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და რომელსაც ხელშეკრულების ტექსტი – ინვესტორსა და მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების შინაარსი – ზურგს არ უმაგრებს“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)