თბილისი. საქართველოში სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირმა 12 ახალგაზრდულ სტარტაპ პროექტს გრანტი გადასცა, ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის (EU4Youth) პროექტის „სოციალური მეწარმეობა საქართველოსა და სომხეთში“ (SEAG) ფარგლებში. პირველ შვიდ გამარჯვებულ ახალგაზრდა სოციალურ მეწარმესთან საგრანტო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონიალი ქალაქ რუსთავში მდებარე, ერთ-ერთ გამარჯვებულ სოციალურ საწარმოში, კაფე „კაფუნეში“ გაიმართა.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს დაეხმაროს საჭირო უნარებისა და ცოდნის განვითარებაში და მისცეს უნიკალური შესაძლებლობა განავითარონ არსებული ან დააფუძნონ სოციალური მიზნის მქონე ახალი მდგრადი ბიზნესი.
წყარო: eeas.europa.eu
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)