თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მოამზადა კვლევა: ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ხარჯვა 2020 წელს.
„2020 წელს, 54 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გაწეულია 14.7 მილიონი ლარის ხარჯი.
ამავე წლის სარეზერვო ფონდებიდან გაწეული ხარჯების ანალიზმა აჩვენა, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სარეზერვო ფონდების ოდენობის განსაზღვრის და მისი ათვისების პრაქტიკა განსხვავებულია. ცალკეული მუნიციპალიტეტები გაწევენ ისეთ ხარჯებს, რომელთა სარეზერვო ფონდიდან დაფინანსების აუცილებლობა კითხვის ნიშნებს აჩენს, ხოლო ცალკეული მუნიციპალიტეტები საერთოდ ვერ ახდენენ სარეზერვო ფონდში გათვალისწინებული სახსრების ათვისებას. სარეზერვო ფონდის მინიმალური ათვისება, განსაკუთრებით პრობლემურად შესაძლებელია შეფასდეს 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობის პირობებში“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)