თბილისი. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ეწყობა სტუდენტური დებატები თემაზე: სამართლიანი არჩევნების როლი დემოკრატიული განვითარების პროცესში.
სტუდენტური დებატები ჩატარდება
საქართველოს ხუთ
საუნივერსიტეტო ქალაქში:
ახალციხე, ბათუმი,
თბილისი, თელავი,
ქუთაისი. ყოველ
ქალაქში გამოვლინდება
გამარჯვებული გუნდი,
რომლის წევრებს
დააჯილდოვებენ და
მიიწვევენ საზაფხულო
სკოლაში 2013 წლის
აგვისტოში.
დებატების
მიზანია სტუდენტებს
შორის არჩევნების
თემაზე მსჯელობის
წახალისება;
სამოქალაქო
მონაწილეობისა და
არგუმენტირებული საჯარო
დისკუსიის პოპულარიზაცია;
ახალგაზრდებში
არგუმენტირებული დისკუსიის
უნარ-ჩვევების
განვითარება. დებატებში
მონაწილეობის მიღება
შეუძლიათ ბაკალავრიატის
სტუდენტებს.
მასში მონაწილეობის მსურველებს სრული ინფორმაციის გაცნობა და რეგისტრაციის ფორმის ნახვა
შეუძლიათ ვებ-გვერდზე
www.participare.ge ან
www.cipdd.org.
წყარო: ინსტიტუტის
გვერდი სოციალურ ქსელში