იმერეთი. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ მონაწილეობა მიიღო ქუთაისის მეორე საერთაშორისო ფორუმზე „ქალაქების პასუხი თანამედროვე გამოწვევებზე“.
„ფორუმზე ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - ნინო ხუხუამ ისაუბრა მუნიციპალიტეტების ეკონომიკური სტიმულირებისა და კარგი მმართველობის შექმნის პროცესში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლზე. მან კარგი პრაქტიკების გაზიარების მიზნით მიმოიხილა უახლოეს წარსულში ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტები, რომლის ფარგლებშიც კარგი მმართველობის ხელშეწყობისთვის შეიქმნა SMS ონლაინ პლატფორმები, შემუშავდა საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტები და საინვესტიციო პროფილები, მოეწყო სამეწარმეო-საინვესტიციო რეგიონული ფორუმი და და ა.შ.“
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)