თბილისი. საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი (SOS Children’s Village Georgia) ოფიციალური განცხადებით ეხმაურება მასმედიის საშუალებით გაჟღერებულ ინფორმაციას ორგანიზაციის მცირე საოჯახო სახლის მომსახურებაში წარსულში მომხდარ ორ სავარუდო ძალადობის ფაქტს.
„ორგანიზაცია დიდ წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ჩვენი ყოფილი ორი ბენეფიციარისთვის ტრავმული აღმოჩნდა მცირე საოჯახო სახლში ცხოვრება და ჩვენთვის, ძალიან მძიმე იყო მათი ისტორიების მოსმენა.
ასოციაცია გამოხატავს მაქსიმალურ მზაობასა და ღიაობას, კანონის ფარგლებში ხელი შეუწყოს ნებისმიერი სახის გამოძიების პროცესს; მეტიც, ორგანიზაციის დადგენილი პრაქტიკით უზრუნველყოს, როგორც ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი, ისე ყოფილი აღსაზრდელების ფსიქო-ემოციური და სამართლებრივი მხარდაჭერა.
ყველა გამოვლენილი ფაქტი, მიუხედავად შემთხვევის ხანდაზმულობისა, ყოველთვის ქმნის იმის წინაპირობას, რომ გადაისინჯოს ორგანიზაციაში არსებული მონიტორინგის მოქმედი სისტემები, რათა უზრუნველყოფილ იქნას თითოეული აღსაზრდელის უსაფრთხო და დაცულ გარემოში აღზრდა-განვითარება“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)