თბილისი. 1 ივლისს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა თანასწორობის თაობის გლობალური მოძრაობის ფორუმზე „გენდერული თანასწორობის ცენტრალური როლი დემოკრატიული სისტემების გაძლიერებაში“.
„სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველმა ისაუბრა სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების მნიშვნელობაზე და ასევე, ხაზი გაუსვა გენდერულად მგრძნობიარე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის არსებობას, სადაც ქალთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს ბრალდების და სასამართლო ორგანოების მხრიდან სათანადო აღიარება, კვალიფიკაცია და დასჯა მოჰყვება“.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)