თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმიანება ღირსების მარშის ჩატარების გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და განცხადებებს და მთავრობას უსაფრთხოების და სოციალური მშვიდობის დაცვისკენ და კონსტიტუციური პრინციპების პატივისცემისკენ მოუწოდებს.
„ხელისუფლებას არ აქვს ძალადობრივი რადიკალიზაციის გამკლავებისკენ მიმართული პოლიტიკა და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე მუდმივად იწყნარებს და ზოგჯერ პოლიტიკურად იყენებს კიდეც. აღნიშნული ჯგუფების მხრიდან არაერთხელ განხორციელდა საჯარო მუქარა და ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდება, თუმცა არცერთ შემთხვევაში მას სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, ხელისუფლებამ დაუშვა ამ ჯგუფების ფორმალურ პოლიტიკურ და მედია ველში შემოსვლა“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)