სამცხე-ჯავახეთი. 26-29 აპრილს,
ბაკურიანში,
„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა" (CCIIR) პროფესიულ
გაცვლით
პროგრამაში
მონაწილე
მასწავლებლებისთვის საერთო საინფორმაციო
ტრენინგები
ჩაატარა. პროგრამის
მიზანია
ხელი
შეუწყოს
არაქართულენოვანი სკოლების დაწყებითი კლასის მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას და საქართველოს ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სკოლების თანამშრომლობას.
პროგრამის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების დაწყებითი კლასების 40 მასწავლებელი
1 თვით გაემგზავრა თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში. ამ პერიოდის განმავლობაში სომეხი და აზერბაიჯანელი მასწავლებლები ქართულ სკოლებში დაწყებითი კლასის ქართველ მასწავლებელთან ერთად იმუშავებენ.
გაცვლითი პროგრამა „ურთიერთთანამშრომლობა ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და საქართველოს სხვა რეგიონების მასწავლებლებს შორის" დაფინანსებულია ეუთოს ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ.