თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ ქმედებებზე განცხადებას ავრცელებს.
საია გმობს „ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავრობის სხდომამდე გაკეთებულ განცხადებას, რამაც წაახალისა სიტუაციის დამატებით გამწვავება, აგრეთვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს არასათანადო რეაგირებას, რამდენადაც ვერ უზრუნველყო პრევენციულად მუშაობა და პროცესების ეფექტიანი მართვა“.
შესაბამისად, საია მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს პროცესების მშვიდობიანად წარმართვა, ძალადობრივი ჯგუფების ქმედებების დროულად და ეფექტიანად აღკვეთა, სამართალდარღვევებზე შესაბამისი რეაგირება, ამასთანავე, სათანადოდ შეასრულოს კონსტიტუციით დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებები და დაიცვას აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, აგრეთვე მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება.
წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)