თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გააქტიურებულ ძალადობრივ ქმედებებს ეხმიანება.
„სახელმწიფოს უუნარობა თუ მოუმზადებლობა შეასრულოს საკუთარი პოზიტიური ვალდებულებები ახალისებს არამარტო გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას, არამედ სიძულვილსა და შეუწყნარებლობას. შემაშფოთებელი და სახელმწიფოსთვის ზიანის მომტანია პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც კიდევ უფრო ახალისებს ძალადობს“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
ორგანიზაცია მოუწოდებს აღმასრულებელ ხელისუფლებას მიიღოს „ყველა ზომა ღირსების მარშში მონაწილეთა უსაფრთხოების, ისევე ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად."
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)