თბილისი. „სამართლიანი არჩევნები“ შეშფოთებას გამოთქვამს დღეს, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირსა და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე ძალადობრივი აქციების გამო, რომელთა მონაწილეებიც ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს და გამოირჩევიან აგრესიით.
„ნათელია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ უზრუნველყოფენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვას, რის გამოც პრაიდის კვირეულის ორგანიზატორებს დაანონსებული მშვიდობიანი შეკრების გადადება მოუხდათ. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ აღკვეთოს ქალაქის ქუჩებში მიმდინარე ძალადობის აქტები და დროულად გამოიძიოს ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის ფაქტები“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)