იმერეთი. ქუთაისის ახალაგზრდული ცენტრი 2 მაისობის დღესასწაულს აღნიშნავს. 2
მაისს - ქალაქის დღის აღნიშვნას საფუძველი საუკუნის წინ „გვირილობის" დღესასწაულმა ჩაუყარა.
XX საუკუნის დასაწყისში, ამ დღეს გიმნაზიელი გოგონები, ბულვარში სეირნობის დროს გვირილებს
ყიდდნენ. მათი
მყიდველი, რომელსაც
შეძენილ გვირილას
გოგონები მკერდზე
უმაგრებდნენ, ავტომატურად
საქველმოქმედო აქციის
მონაწილე ხდებოდა,
რადგან აღებული
შემოწირულობა ტუბერკულოზით
დაავადებული ადამიანების
მკურნალობას ხმარდებოდა.
ამ ტრადიციას
საფუძველი სილამაზის
დედოფლად აღიარებულმა,
ვექილ ჩიქოვანის
მეუღლე საშა
ჩიქოვანმა ჩაუყარა.
წყარო: ქუთაისის ახალაგზრდული ცენტრი