თბილისი. „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი ორგანიზაციები ხელისუფლებას ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან ძალადობის დაუყოვნებლივი აღკვეთისა და სათანადო გამოძიებისაკენ მოუწოდებენ.
„სამწუხაროდ, დღეს კიდევ ერთხელ გავხდით აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მიზანმიმართული წახალისების მოწმე. ხელისუფლებამ კვლავ არ უზრუნველყო “ღირსების მარშის“ შეკრების თავისუფლება და არ მიიღო უსაფრთოების ეფექტიანი და დროული ზომები, რითიც წაახალისა ძალადობრივი ჯგუფები, ემოქმედათ კონსტიტუციისა და კანონის მიღმა. მიმდინარე პროცესებზე სრული პასუხისმგებლობა ქვეყნის ხელისუფლებას ეკისრება“.
წყარო: www.equalitycoalition.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)