სამცხე-ჯავახეთი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სამოქალაქო საბჭოებისა და ორგანიზაციის ახალციხის ოფისის ორგანიზებით, ახალციხეში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, საკრებულოში პეტიცია დარეგისტრირდა.
„მოქალაქეები ითხოვენ მუნიციპალური ტრანსპორტის, მარშრუტების რაოდენობისა და სამუშაო საათების გაზრდას. ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას აბის, რაბათის, საბარგო სადგურის, დევნილების დასახლებებში, ასევე, ასპინძისა და ცხრა აპრილის ქუჩებზე.
ორგანიზაცია მოუწოდებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, განიხილოს და მხარი დაუჭიროს წარდგენილ პეტიციას, შემდგომ კი მუნიციპალიტეტმა ცვლილებების განსახორციელებლად შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს მუნიციპალურ ბიუჯეტში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)